მომსახურება
საპროექტო სამშენებლო კომპანია MTstudio გთავაზობთ შენობა-ნაგებობების პროექტირების სრულ პაკეტს:
- არქიტექტურული პროექტების მომზადება და შეთანხმება მერიის არქიტექტურის სამსახურში.
- ფოტომონტაჟის მომზადება
- ინტერიერის დიზაინი
- გეოლოგიური დასკვნა
- კონსტრუქციული დასკვნა
- ტოპოგრაფია
- მიწის ნაკვეთის დაკანონება
პროექტირება
დამკვეთთან ესკიზური პროექტის შეთანხმების შემდეგ იწყება არქიტექტურული ნაწილის სათანადო წესით დამუშავება, მერიის არქიტექტურის სამსახურთან შესათანხმებლად, მოთხოვნების შესაბამისად.
შემდეგ ეტაპზე ხდება კონსტრუქციული ნაწილის მომზადება, მუშა ნახაზების დეტალიზაცია და ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
მშენებლობა
მშენებლობის პირველ ეტაპზე ხდება მიწის ნაკვეთის დაკვალვა (GPS სისტემით) სამშენებლო მასალის შერჩევა ხდება დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.
მშენებლობა მიმდინარეობს ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
მშენებლობის დასრულება ხდება მოცემული ვადების შესაბამისად.
ინტერიერის დიზაინი და რემონტი
ინტერიერის დიზაინი მოიცავს მხატვრულ და არქიტექტორულ მიდგომას, რომლის მეშვეობით თვალნათლივ დაინახავთ თქვენი ბინის მომავალ სახეს.
შემოთავაზებული ესკიზებიდან თქვენ შეძლებთ სასურველის არჩევას და შემდეგ მის რეალურად განხორციელებას სწრაფად და ხარისხიანად.
აუზის მშენებლობა
ჩვენი კომპანია აგიშენებთ და მოგიწყობთ აუზებს, საუნას და ჯაკუზს.
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ აუზის ადგილმდებარეობის, ტიპის, ფორმის, საჭირო დანადგარების, მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევაში.
ინფრასტრუქტურის მოწყობა
ჩვენი პროფესიონალთა გუნდი ასევე დაგიპროექტებთ და მოგიწყობთ თვენთვის სასურველ აგარაკს და ეზოს მისაღებ ფასებში.